ანონსები
ამ წიგნით შედგა, ქართველი ეროვნული ბესტსელერის „გურული დღიურების“ ავტორის, გიორგი კეკელიძის, როგორც მეზღაპრის დებიუტი.
16 ნოემბერს, 19:30 საათზე, წიგნის პრეზენტაციას მასპინძლობს საქართველოს უნივერსიტეტი.
პატარა და არამარტო პატარა მკითხველებისთვის წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიაში და „ბიბლუსის“ წიგნების მაღაზიათა ქსელში.
ზღაპრები 4 სერიად გამოიცემა. თითოეულ სერიაში შედის 5 ზღაპარი. წიგნი განკუთვნილია 4 დან 10 წლამდე ბავშვებისთვის. გიორგი კეკელიძის წერის სტილი და მანერა ტექსტს ადვილად გასაგებს ხდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პატარა მკითხველებისთვის.
თომასთან, ბაიბურასთან, ბებიასთან, თუთასთან, თომთესთან და ქალბატონ გადაბრუნდასთან ერთად ბავშვები და მშობლები საკუთარ წარმოსახვაში განიცდიან იგივე შეგრძნებებს, გამოცდილებას, თავგადასავლებს, რასაც ზღაპრის ჯადოსნური გმირები. თითოეული ზღაპარი შთააგონებს მკითხველს თუ რამდენად დიდია კეთილი სიტყვის ძალა. ზღაპრებში კეთილი და ბოროტი ერთმანეთს არ უპირისპირდება. ავტორის მიგნება, პატარებს სიკეთის მნიშვნელობა და კეთილი საქმის კეთება ისევ კეთილი ძალების დახმარებით შეძლონ, უდავოდ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს და პატარა მკითხველებსაც დადებითი ემოციით განაწყობს წიგნის მიმართ.